საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მზისგულის საჯარო სკოლას „ჰოლანდიური ვარდის ნერგების“ ხელმძღვანელმა, გელა მასურაშვილმა საჩუქრად 20 ძირი ვარდის ნერგი გადასცა.
პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად ყვავილები სკოლის ეზოში დარგეს.
მზისგულის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ბატონ გელას გაწეული ქველმოქმედებისთვის.
იხილეთ ფოტოები