მარნეულის რაიონ დამიის საჯარო სკოლაში 1-5 აპრილის ჩათვლით „ზღაპრის კვირეული“ ჩატარდა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა: ლ. ხაჩატურინმა, თ. სარგისიანმა, ქ.სარკისიანმა, მ.მისკარიანმა და მეთერთმეტეკლასელმა ქ. ნალბანდიანმა ქართულ ენაზე შექმნილი საკუთარი ზღაპრები წაუკითხეს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
ბავშვებმა თავად მოიფიქრეს ამბავი, დაწერეს, დაასურათეს და აკინძეს წიგნები. ეს მათი პირველი მცდელობა იყო მწერლისა და გამომცემლის ამპლუაში.
ხელნაწერმა წიგნებმა, ისევე როგორც თავად ზღაპრებმა, მსმენელთა მოწონება დაიმსახურა.
ნორჩი შემოქმედების ნამუშევრები საილუსტრაციოდ სკოლის შენობაში გამოიფინა, შემდეგ ბიბლიოთეკას გადაეცემა და მისი წაკითხვა ყველა მსურველს შეეძლება.
წიგნების ავტორებს სამახსოვრო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ზღაპრების ქართული ხელნაწერი წიგნების შექმნა მიზნად ისახავდა როგორც მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ასევე ლამაზად წერისა და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას.
აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მზია გუნია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: