ქედის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება ,,ვინ შეამკოს ღირსეულად, ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“.
ღონისძიება დაიგეგმა და მომზადდა ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ნონა გორგაძე და მედეა სურმანიძე.
ღონისძიების მონაწილეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და ჩანახატები, წაიკითხეს კოლაუ ნადირაძისა და კოტე მაყაშვილის ლექსები, მოსწავლეებს გააცნეს მარო მაყაშვილიოს ბიოგრაფია და ამონარიდები მისი დღიურიდან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს უსახელო გმირთა დიდება და წუთიერი დუმილით გამოხატეს მათდამი პატივისცემა.
იხილეთ ფოტოები