ხონის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია ფიზიკაში (ხელმძღვანელი პედაგოგი: ციალა ჩარგეიშვილი), რომელიც შეეხებოდა ციურ სამყაროს, პლანეტებს და მათთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ და საინტერესო თვისებებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.
ჯგუფებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს თემები: პლანეტები, კოსმოსური კვლევები, ატომური ერა. კონფერენციის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ გამოგონებული და შექმნილი ხელსაწყოები - წყლის გამათბობელი და ბალახის მოსაცელი აპარატი, ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტები.
კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები ფიზიკის მასწავლებლები და მოსწავლეები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით.
იხილეთ ფოტოები