სავანეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა
16-04-2019

ბოლნისის რაიონ სავანეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე  აღინიშნა.

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. საპროტესტო აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიწყო და რუსთაველზე გაგრძელდახალხი დილიდან ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩებოდა.

სამი ღვთაებრივი საუნჯე  დაგვრჩა მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. 

იოანე ზოსიმეს ზუსტადაც რომ დროულად შეუქმნია ქართული  ენის საგალობელი.

ქართული ენის სიწმინდეზე და დაცვაზე ზრუნავდა ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი.

მაღალზნეობრივი ღირებულების და იდეალების  გამომხატველი იყო  საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული   ჟურნალ-გაზეთები; „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“, ასევე  ერის ფლაგმანის როლს  ასრულებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც სისხლის ფასად ინარჩუნებდა, აგროვებდა, უფრთხილდებოდა  ქართულ ენას, ხელნაწერებს, მასალებს.

ხალხის სამსახურში ჩადგა იაკობ გოგებაშვილის „დედაენა.“

სწორედ ენის სიწმინდის დღეს მიეძღვნა სოფელ სავანეთში  გამართული ზეიმი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ; სკოლის დირექტორი; ქალბატონი ინგა მიქელაძე და ფილოლოგი; მთვარისა  ლეთოდიანი.

ეს იყო ერთი მშვენიერი სასკოლო ცხოვრების ეპიზოდი, როდესაც აზერბაიჯანელ  მოსწავლეებმა  უგალობეს, უმღერეს  დედა-ენას ქართულად, წარმოთქვეს ლექსები, გამართეს დიალოგი, იმღერეს,  გამოიყენეს კადრი მედიარესურსიდან: „იავნანამ რა ჰქნა.“

მეტად საამაყო და სასიხარულოა, როდესაც აზერბაიჯნელი მოსწავლეები დიდი შემართებით და რუდუნებით, მხატვრულად გამოთქვამდნენ ლექსებს.

14 აპრილი ღირსების, პატრიოტული სულის, ქართული სიწმინდის, ენის დაცვის დღეასაუკუნეების განმავლობაში გადაეცემა თაობებს, რომელიც მოკრძალებულად და სიამაყით აღნიშნა სავანეთის საჯარო სკოლამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203