მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლის“ რეგიონალურ ჩემპიონატში, რომელიც ქალაქ სენაკში გაიმართა.
მოსწავლეები 2 ასაკობრივ კატეგორიაში (მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები) იღებდნენ მონაწილეობას, სადაც გამარჯვება - 1 ადგილი მოიპოვეს ხუნწის საჯარო სკოლის ნიჭიერმა მოსწავლეებმა „არგონავტებმა“. ისინი დაჯილდოვდნენ დიპლომებით, „ტვინის ტიტულით“ და საზაფხულო ბაკურიანის ბანაკის დასვენების ფასდაკლების ვაუჩერებით...
მეორე ასაკობრვი კატეგორიის მოსწავლეები (მე-6,მე-7,მე-8 კლასი) მოხვდა საუკეთესო ხუთეულში და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
ხუნწის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს ფინალში გამარჯვებას და კავკასიის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები