ახალციხის N5 საჯარო სკოლის I-IV კლასებში პირველი აპრილიდან ხუთი აპრილის ჩათვლით ჩატარდა კვირეული თემაზე: „ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო“.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ზღაპრების კონკურსი - „ჯადოსნური ხალიჩა“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ II-IV კლასების მოსწავლეებს. მათ უნდა წარმოედგინათ შექმნილი ზღაპრები წიგნის სახით (რომელთაც მოსწავლეები თვითონ დაამზადებდნენ). II-IV კლასის მოსწავლეების მიერ შეიქმნა 250 საკონკურსო წიგნი.
კონკურსში გამოვლინდა სამი გამარჯვებული წიგნის ავტორი: ილია მსხვილიძე (მე-2გ კლ), საბა სუდაძე (მე-3ა კლ) და მარიამ ფერაძე (მე-4ა კლ.)
კონკურსში გამარჯვებული და მონაწილე მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ, დირექტორის მოადგილეებმა: ზოია ბალიაშვილმა და რიტა კირკიტაძემ სიგელებით დააჯილდოვეს.
იხილეთ ფოტოები