ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სკოლას დაევალა მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს მიაწოდონ მანდატურის ან უფლებამოსილი პირის მობილური ნომრები.
როგორც მინისტრის ბრძანებაში წერია: სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ.
ასევე იხილეთ: ვინ არის სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი