დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ახმეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ახმეტის ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.
მოეწყო ახმეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების შესრულებული თემატური ნახატების კონკურსი, სპეციალურად ამ დღისთვის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ესეები, წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, მოეწყო შეჯიბრი ჭადრაკში.
ღონისძიებაში ანსამბლი ,,ზენაი“ და სამუსიკო სკოლასთან არსებული მგალობელთა გუნდი მონაწილეობდნენ.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები