მახათაურის საჯარო სკოლაში საზეიმო საღამო - „ჩემი ტკბილი ქართული“ გაიმართა
16-04-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო - „ჩემი ტკბილი ქართული“ გაიმართა. 

ღონისძიებას დაწყებითი კლასის პედაგოგი მაია ტოგონიძე ხელმძღვანელობდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203