კერძო სკოლა „დავითიანი-მარინა გორშკოვაში“ კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
16-04-2019

დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანი-მარინა გორშკოვაში“  ქართული ენის კვირეული მიმდინარეობს - „დამარხულ არს ენაი ქართულ“, რომლის ფარგლებშიც სასწავლო კვირა დატვირთულია სხვადახვა შემეცნებითი აქტივობებით.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები და გამოიფინა თვალსაჩინო ადგილზე. დაწყებით საფეხურზე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი.

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ სტატია:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203