ყვარლის მუნიციპალიტეტის, ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედებსა და პედაგოგებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს.
„ღონისძიება იყო ლამაზი, სასიამოვნო, ბავშვებმა თავისი შემოქმედებით დიდი სითბო და სიყვარული აჩუქეს მშობლებს და მასწავლებლებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები