ჩოხატაურის N1 სკოლაში პროექტი - ''ჩვენ გვიყვარს კითხვა'' წარმატებით მიმდინარეობს
21-03-2017
ჩოხატაურის N1 სკოლის II კლასში წარმატებით მიმდინარეობს გრძელვადიანი პროექტი ''ჩვენ გვიყვარს კითხვა''.  

მოსწავლეებს ხელმძღვანელობს მასწავლებელი ეკატერინე დიხამინჯია-ბარამიძე.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში კითხვის, მოსმენის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის უნარების განვითარება, მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა.  
    
შეხვედრა ტარდება კვირაში ორჯერ. კვირის  ყოველ სამშაბათს მოხალისე მშობელი მოსწავლეებს უკითხავს მოთხრობას და მასწავლებელთან ერთად წარმართავს პროცესს.  

ხოლო ყოველ პარასკევს თავად მოსწავლეები კითხულობენ სხვადასხვა მოთხრობებს, ზღაპრებს, საინფორმაციო ტექსტებს და მასწავლებელთან ერთად განიხილავენ.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203