წნორის N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს
16-04-2019

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი-მაია შანშიაშვილი, დამრიგებელი-მარინა ბოქოლიშვილი)  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.

ბავშვებმა მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია 14 აპრილის მოვლენების შესახებ. მათ მიერ შესრულებულმა ქართულმა სიმღერებმა და ცეკვებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203