ახალციხეში ჩატარდა მუნიციპალური Coca-Cola-ს თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში ახალციხის საჯარო სკოლებს შორის. ტურნირს ორგანიზებას სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია უწევდა. ტურნირში მონაწილეობდა 8 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი და 4 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი შეხვდა ჯერ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლის გუნდს და დაამარცხა. ფინალში შეხვდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის კლდის საჯარო სკოლას, სადაც გამარჯვება ანის საჯარო სკოლას ხვდა წილად. ანის სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა რეგიონალურ ტურში მონაწილეობის უფლება.
ანის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გუნდს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები