ასპინძის მუნიციპალიტეტის, ზველის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ გაიმართა.
ღონისძიებას მასწავლებლები თამარ იაძე და მანანა კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართული ენის და ქართული დამწერლობის შესახებ, მის უდიდეს მნიშვნელობაზე, იაკობ გოგებაშვილსა და მის ღვაწლზე. მოსწავლეებმა დედა ენას მიუძღვნეს ლექსები და იაკობ გოგებაშვილის ფრთიანი გამონათქვამების ციტირება გააკეთეს.
ღონისძიების დასასრულს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობისა და მისი სახლ-მუზეუმის შესახებ ვიდეო ჩვენება გაიმართა.
იხილეთ ფოტოები