მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობაზე, მის განვითარებაზე და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები