ახალისოფლის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა, მათ შორის მომზადდა კედლის გაზეთები
16-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალისოფლის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება.


სკოლის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოსაწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, დაამზადეს კედლის გაზეთები, ემბლემები, მუსიკის მასწავლებელთან ერთად შეასრულეს პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ქართული სიმღერები.

1978 წლის 14 აპრილის საქართველოს მოსახლეობამ ინტელიგენციის წარმომადგენებლთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. სწორედ ამ დღეს თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისაკენ 15000-მდე ადამიანი დაიძრა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.


იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203