დმანისის მუნიციპალიტეტში დედა ენის დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიება.
კერძოდ გაიმართა კონკურსი კალიგრაფიაში სკოლებიდან მოწვეული ბავშვების მონაწილეობით, გამარჯვებული კი გამოვლინდა კომპეტენტური ჟიურის მიერ. კონკურსში მონაწილეობა მიიღო დმანისის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, არზუ მამედოვამ და II ადგილი დაიკავა.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები