გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალას საჯარო სკოლის IX(დ) კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნატალია ბექაურის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს და განახორციელეს პროექტი „ვიცხოვროთ და ვისწავლოთ ჯანსაღ გარემოში“.
პროექტი მიზნად ისახავს სუფთა და ჯანსაღ გარემოში სწავლას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაასუფთავეს და გაალამაზეს, როგორც სკოლის შიდა ტერიტორია, ასევე სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
პროექტი განხორციელდა სკოლის დირექტორის, მუხამედ ხალილოვის მხარდაჭერით. ბატონი მუხამედი მოსწავლეებთან ერთად ჩართული იყო ყველა აქტივობაში.
იხილეთ ფოტოები