წყალტუბოს რაიონის ახალი საყულიის საჯარო სკოლაში 28 მარტს სტუმრად იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, ქუთაისის მე-3 საბრძოლო ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლები.
მათ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, ქართული სამშვიდობო ძალების მისიისა და ზოგადად, სამხედრო პროფესიის არსის შესახებ ინფორმაცია.
პრეზენტაცია საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ გადმოცემულმა ისტორიებმა, ასევე ჩვენი ჯარისკაცების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის ამსახველმა კადრებმა.
მოსწავლეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმისა და გორის თავდაცვის აკადემიის შესახებაც.