წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ დედა ენის დღესთან დაკავშირებით, 4 მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა
16-04-2019

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლამ დედა ენის დღესთან დაკავშირებით, 4 მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა.

„სკოლიდან დელეგაცია გაემგზავრა დედაენის ძეგლთან;  VII(ა) კლასი (კლასის ხელმძღვანელილი ი.არაბიძე) ქუთაისში დედა ენის კუთხეს მიეახლა; სკოლაში რაიონის 28 მასწავლებელს პროფესიული კუთხით 12 საათიანი ტრენინგი ჩაუტარა სკოლის დირექტორმა და მასწავლებელთა სახლის ტრენერმა ფ.ფანჩულიძემ; საქალაქო დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წყალტუბოს N1 სკოლის 19 მოსწავლემ, რომლებიც საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების დასასრულს სამადლობელი სიტყვით და მშობლიური ენისადმი მოფერებით საზოგადოების წინაშე წარსდგა წყალტუბოს N1  სკოლის დირექტორი ფ.ფანჩულიძე.

კვირეული, რომელიც ერთი კვირა მიმდინარეობდა სკოლაში ასე ტრიუმფით დასრულდა... წარმატებები არ დალეოდეს წყალტუბოს პ ი რ ვ ე ლ საჯარო სკოლას...“- ნათქვამია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203