გარდაბნის მუნიციპალოტეტის ნაგების საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ღია გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის ინფორმაციით ღია გაკვეთილი ჩატარდა მეორე კლასში პედაგოგ მზევინარ გიგანის მიერ. გაკვეთილის თემა იყო - ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა.
მზევინარ გიგანმა თავისი კრეატიულობით და მრავალფეროვანი აქრივობებით დედაენისადმი თავისი სიყვარული ნათლად გამოავლინა. ამასთან, ერთერთ აქტივობაში მასწავლებლები დააბრუნა ბავშვობაში. მოსწავლეებმა მასწავლებლებს დაურიგეს წინასწარ მომზადებული ლექსები, მათ მხატვრულად უნდა წაეკითხათ და მოსწავლეებს შეეფასებინათ.
იხილეთ ფოტოები: