ახალხიზის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მშობლებთან ერთად აღნიშნეს.
16-04-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალხიზის საჯარო სკოლაში 14 აპრილს დედა ენის დღე იზეიმეს. 

ღონისძიებაზე შესრულდა სახალისო და საგანმანათლებლო აქტივობები. აღსანიშნავია, რომ ზეიმზე მონაწილეობა მიიღეს სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა. 

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203