გორის N11 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გამართეს
16-04-2019

გორის N11 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის და დაწყებითი განათლების კათედრებმა ქართული ენის კვირეული გამართეს.

კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა:

1. ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში -V და VIII კლასები (პედაგოგი მედეა ჩადუნელი).

2. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედა ენის შესახებ კედლის გაზეთები შექმნეს.

3. მოსწავლეებმა ანბანის თითოეული ასო-ბგერა მოხატეს და თვალსაჩინოდ გამოფინეს.

4. გაიმართა კალიგრაფიის კონკური.

5. მესამე კლასის აღსაზრდელებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით აქტივობა ჩაატარეს და ლექსები წაიკითხეს.

„ქართველმა ერმა მშობლიურ დედაენას ძეგლი დაუდგა. ორი სამება გვაქვს ქართველებს, პირველი -ზეციური, (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა) და მეორე-მიწიერი, როგორც დიდი ილია ბრძანებდა (ენა, მამული, სარწმუნოება), ორივე ძვირფასია ჩვენთვის, ორივეს სათუთად უნდა მოვუაროთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203