გორის N4 საჯარო სკოლის XI(ა) კლასის მოსწავლემ, ლალი ხმიადაშვილმა ხელნაწერი წიგნის, გაზეთის, ჟურნალის და ბროშურის კონკურსის ნომინაციაში - „საუკეთესო გაფორმება - დიზაინი“ გაიმარჯვა.
კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების პროექტის ფარგლებში გიმართა.
მას მადლობის ფურცელი და საჩუქრები გადაეცა. სკოლის ადმინისტრაცია ლალი ხმიადაშვილს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები