კონკურსის ''ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას'' შედეგები ცნობილია
21-03-2017

საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ''ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა''  ინტელექტუალური კონკურსი ''ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას'' ჩაატარა.

კონკურსი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. 

ინტელექტუალური კონკურსის სარაიონო ეტაპზე, უფროს ასაკობრივი ჯგუფში მონაწილეობდნენ შემდეგი სკოლები: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N1 სკოლის გუნდი ''ერთსულოვნება'', წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N5 სკოლის გუნდი ''ჩვენთან არს ღმერთი'', წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის თემის სკოლის გუნდი ''თანაფა'', რომელმაც 17 ქულა დააგროვა  და შემდეგ ეტაპზე გადავიდა + 1 ქულით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 სკოლის გუნდი ''ბაია'', რომელმაც 12 დააგროვა ქულა და გადავიდა სანუგეშო ეტაპზე. 

უმცროს ასაკობრივ ჯგუფში, მონაწილე სკოლები: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის თემის სკოლის გუნდი ''ბაიობა'', რომელმაც 8 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა + 1 ქულით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N 1 სკოლის გუნდი ''კელაპტარი'', რომელმაც 7 ქულა დააგროვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა 0 ქულით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203