მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს.
ცენტრი პროგრამა eTwinning Plus-ს ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
წელს სიახლეა პროგრამის ფარგლებში. 2019 წლამდე, პროგრამაში რეგისტრაციის მსურველებს დარეგისტრირება შეეძლოთ მხოლოდ პარტნიორი მხარდამჭერი სააგენტოს მეშვეობით, რომელსაც ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის სახლი წარმოადგენს. 2019 წლის აპრილიდან შეზღუდვა მოიხსნა და როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის სკოლის პედაგოგს, ქართველ მასწავლებლებსაც ეძლევათ საშუალება პირადად დარეგისტრირდნენ პორტალზე.
რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ ბმულზე, დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started
გთხოვთ, გაითვალისწინოთ!
ინფორმაცია შეავსეთ ინგლისურ ენაზე; თქვენი სახელი და გვარი მიუთითეთ ისე, როგორც გიწერიათ პირადობის მოწმობაში, ასევე სკოლის სახელწოდება შეავსეთ სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School
რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი. ასევე გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია გაუქმდება: ქართულ ენაზე შევსებული ინფორმაციის შემთხვევაში და სკოლის სახელწოდებაში არსებული უზუსტობის გამო.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.