რუბრიკის „მკითხველთა კლუბი“ ფარგლებში დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უყვართ კითხვა და განუწყვეტლივ ეცნობიან კლასგარეშე ლიტერატურას.
რამაზ ბასილაია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის III კლასის წარჩინებული მოსწავლეა. მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის (ნონა თოდუა) და მშობლების წაქეზებით ის ინტენსიურად ეცნობა კლასგარეშე ლიტერატურას.
წარმოგიდგენთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც რამაზმა ამ ბოლო თვეების მანძილზე წაიკითხა:
1. ასი ბიბლიური ამბავი;
2. საბავშვო ქრესტომათია;
3. ძმები გრიმების ზღაპრები;
4. ქართული ხალხური ზღაპრები;
5. მაუგლი.
იხილეთ ფოტოები