რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პირველ ტურში 53 მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის სამი მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა.
მეორე ტურის მონაწილეებს შორის კი მერვე კლასის მოსწავლე ვაჟა ტივიშვილმა მე-6 ადგილი დაიკავა და სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები