14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა დედა ენისადმი მიძღვნილი საქალაქო კალიგრაფისტთა კონკურსი, რომელშიც წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარია ბერაია და ნიკა გამყრელიძე მონაწილეობდნენ.
მოსწავლეების ნამუშევრები ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, კალიგრაფისტთა გამოფენაზე გამოიფინა.
„თქვენც შეგიძლიათ გაეცნოთ ნიჭიერი მხატვრისა და კალიგრაფისტის მარია ბერაიასა და ასევე, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, ნიჭიერი მხატვრის, ნიკა გამყრელიძის ნამუშევრებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები