იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 1/6 კლასში (დამრიგებელი: ნათია დევიძე) ღონისძიება გაიმართა.
დედა ენის დღე პირველკლასელებს, მშობლებსა და ღონისძიების სხვა მოწვეულ სტუმრებს მიულოცა სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა და ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ.
„მათ ნათია მასწავლებელს მრავალი თაობის აღზრდა უსურვეს და სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. ეს დღე ნათია დევიძისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას პირველად ჰყავს პირველი კლასი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობას უხდის სკოლის ბიბლიოთეკის გამგეს, მაია კვიტაშვილს.
იხილეთ ფოტოები