სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლაში 7 მარტს დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „გაზაფხულდა ბუჩქის ძირას“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი ბულბულ შერვაშიძე, მასწავლებლები იამზე ფარტენაძე, ირმა დუმბაძე და მზიური შერვაშიძე.
იხილეთ ფოტოები: