მენჯის საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ენა დედაა ერისა“ გაიმართა
16-04-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის, მენჯის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში სკოლის აღსაზრდელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ენა დედაა ერისა“ ჩაატარეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203