სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რომელიც ეხებოდა მოსწავლე-ახალგაზრდობაში პატრიოტული გრძნობის გაღვივებას. ასევე მოეწყო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ VII-VIII-IX-X კლასის მოსწავლეები.
შექმნეს პოსტერი „მამული ენა სარწმუნოება“; ნაჩვენები იქნა მაღალ დონეზე შესრულებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც პატრიოტულ სულისკვეთებაზე ლექსებს კითხულობდნენ მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: