ტრადიციულად აღინიშნა 14 აპრილი ჭიათურის მუნიციპაპლიტეტის ზოდის საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა სახელმწიფო ენის კათედრის ხელმძღვანელობით, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო კვირეულში „უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო“ მიიღეს მონაწილეობა.
საინტერესო პოსტერებით, ბუკლეტებით, მსოფლიოს 14 ანბანური ენის ხელნაწერებით, კალიგრაფიული ნაშრომებით, ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე მოსწავლეები და მასწავლებლები.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები