თელავის მუნიციპალიტეტის კონდოლის საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ღონისძიებები ჩატარდა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით. ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მოხდარ სისხლიანი ტრაგედიაზე, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევით, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, უამრავი ადამიანი კი დაზარალდა.
პრეზენტაციის მოსმენის შედეგად დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, ასობით ნახატით აიწყო კედლის გაზეთი სახელწოდებით„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“
მომავალი თაობის მიერ აღნიშნული აქტივობებით9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას ერთხელ კიდევ პატივი მიეგო.
იხილეთ ფოტოები