ხევაშენის სკოლაში 50 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა
21-03-2017

ხევაშენის სკოლაში ერთ-ერთი ამავე სკოლის პედაგოგის, 50 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის აზა სახოკიას ვარსკვლავი გაიხსნა.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს დღე მარტო ამ მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტით არ დასრულებულა: 

"სკოლის დირექტორის ქალბატონ ცისანა ობოლაძის ინიციატივით და რესურსცენტრის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით სკოლაში მიიწვიეს სოფლების: ხევაშენის, ნაქურდევისა და უნწის სამოცდაათ წელს გადაცილებული ქალბატონები."

ღონისძიებას ესწრებოდა რაიონის ხელმძღვანელობა და რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა და რაიონის ხელმძღვანელობამ.

ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრებიც იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ბოლოს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203