საჩხერის მუნიციპალიტეტის იტავაზის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ მოაწყვეს.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას.
ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები საქართველოზე. ასევე მოამზადეს კედლის გაზეთი.
მათ დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს, რომ თითოეული გმირის სახელს, რომლებმაც სამშობლოსათვის სიცოცხლე დათმეს, ქართველი ხალხი და საქართველო არ დაივიწყებს.
იხილეთ ფოტოები