ყარაჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეების კვირეული ჩატარდა
16-04-2019

ქართული ენის დღეები თელავის მუნიციპალიტეტის  ყარაჯალის საჯარო სკოლაში საინტერესოდ  ჩატარდა.

ყარაჯალის სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნით დაასრულეს ქართული ენის დღეების კვირეული. 

დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203