სენაკის N1 სკოლა ორიგინალურად და აქტიურად ჩაერთო მასობრივი სოლიდარობის გამომხატველ ღონისძიებაში
21-03-2017

სენაკის N1 სკოლა ორიგინალურად და აქტიურად ჩაერთო მასობრივი სოლიდარობის გამომხატველ ღონისძიებაში.

21 მარტს აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. 

ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ. 

როგორც სენაკის N1 სკოლის მასწავლებელი მამუკა კუჭავა აღნიშნავს, დაუნის სინდრომი ინტელექტუალური უნარშეზღუდულობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. მედიცინა აგრძელებს განვითარებას, ახლაც კი, ბავშვები ამ მდგომარეობით მიისწრაფიან სრულყოფილი და ბედნიერი სიცოცხლისკენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203