დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ქვემო ქედის საჯარო სკოლის VIII და IX კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„მოსწავლეთა მომზადებულ ზეიმზე ქართული ენის საგალობელი ისმოდა ლექსად თუ სიმღერით. მასწავლებელმა, ლელა დარძულმა, ხაზი გაუსვა ამ მოსწავლეების განსაკუთრებულ სიყვარულს ქართული ენისადმი, რაც აშკარად იგრძნო მსმენელმა და მონაწილეები დიდი ოვაციებით დააჯილდოვა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები