ჭალადიდის საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი და აქტიური პირველი კლასი ჰყავს.
დამრიგებელ ლალი ბანძელაძის მოსწავლეები ტესტების დღეს 12 საათის მოსვლას მოუთმენლად ელიან და დიპლომებსაც წარმატებით აგროვებენ.
კლასის ლიდერი ხელმძღვანელის შეფასებით, Izrune.ge სასკოლო ცხოვრებას ერთიანს, მეტად საინტერესოსა და მიზანსწრაფულს ხდის:
„ძალიან გონიერი და მოტივირებული ბავშვები მყავს, მოსწონთ იზრუნეს ტესტები და შემეცნებითი, სახალისო და წამახალისებელი მიდგომები. მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, ერთერთი პირველები გადიან ტესტებს და წარმატების დიპლომებსაც აგროვებენ. ეამაყებათ მიღწეული შედეგები, ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ კლასში და ჩემთან ერთად განიხილავენ საკითხებს. ახლა მათ წინსვლის უფრო მეტი სტიმული აქვთ, შვილების მონდომების შემხედვარე კი მშობლებიც აქტიურად ერთვებიან აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. ინტერნეტის პრობლემა გვაქვს, მაგრამ აქაც გუნდურად ვმუშაობთ, მშობლები ერთმანეთს უზიარებენ მობილურ ინტერნეტს და ისე გავდივართ ტესტებს. მივესალმებით Izrune.ge-ს ინოვაციებს და პორტალთან ერთად მეტი წარმატების იმედი გვაქვს.“
ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველი კლასის ერთერთი მეგობრული და წარმატებული მოსწავლეები ნინო კვაჭანტირაძე და გიორგი გვაძაბია არიან.
მათ Izrune.ge საინტერესო, ილუსტრირებული კითხვები განსაკუთრებით მოსწონთ, გამორჩეულად ახარებთ წამახალისებელი შეძახილი ტესტების ბოლოს და წარმატების დიპლომების შეგროვება უყვართ. ნინოს თითქმის ყველა საგანი ერთნაირად მოსწონს, მაგრამ მათემატიკა გამორჩეულად იტაცებს, გიორგის საყვარელი კითხვები კი ბუნებისმეტყველებას უკავშირდება. ბავშვები ცდილობენ, რომ დამოუკიდებლად გაიარონ ტესტები, მშობლები კი სიამაყით ადევნებენ თვალს შვილების განათლება-განვითარების დონეს და მათ ბედნიერ მომავალზე ზრუნავენ:
„ყოველი ხუთშაბათი Izrune.ge-ს დღედ იქცა. მახარებს ეს ფაქტი, რადგან პორტალის დახმარებით ჩემი შვილი წარმატებისთვის საჭირო უნარებს ივითარებს და იმტკიცებს ცოდნას. თანაც, შემეცნების პროცესი ძალიან სახალისო და მამოტივირებელია მისთვის. ნინო ნიჭიერი გოგონაა, ერთნაირად კარგად სწავლობს საგნებს. მინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მისი შესაძლებლობების გამოვლენა-წახალისებას და Izrune.ge სწორედ ამის საშუალებას მაძლევს,-“ ნინოს მშობელი, ირმა შენგელია.
„შემეცნებითი და სახალისო მიდგომებით მშობლებიც მეტი აქტივობით ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში. ყველა დედას უნდა, რომ წარმატებული შვილი ჰყავდეს და ჩვენი მზრუნველობა Izrune.ge-ზე სწორედ ამის დასტურია. გიორგი განსაკუთრებით ელოდება ტესტებს, ძირითადად, დამოუკიდებლად პასუხობს კითხვებს, შემდეგ ერთად განვიხილავთ ხოლმე საკითხებს. მივესალმები საგანმანათლებლო ინოვაციებს და პორტალთან ერთად ვაგრძელებთ წინსვლას ,-“ გიორგის მშობელი, ინგა კორტავა.