მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის სკოლის მოსწავლეებმა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილ საღამოზე პოეტის ცხოვრება გაიხსენეს
22-03-2017

მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის სკოლაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში lX–X-Xl კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ ტერენტი გრანელის ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენეს, წაიკითხეს მათთვის საყვარელი ლექსები მწერალზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ირინა კუჭავას ხელმძღვანელობით, lX კლასის მოსწავლეებმა - მონიკა ჯიშკარიანმა, ანა დუმბაძემ, ნინო გორდაძემ, გიორგი ფანცულაიამ, გიორგი კუჭავამ, ლადო მანაგაძემ, ზვიად ახვლედიანმა გამოსცეს ლიტერატურული გაზეთი ''ტერენტი გრანელი''. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ გაზეთის შექმნაში. მათ წარმოადგინეს ტერენენტი გრანელის ცხოვრების გზა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203