ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლის VIII და X კლასის მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში, მათემატიკის მასწავლებლის ირმა შონიას ხელმძღვანელობით, პროექტზე - ,,მათემატიკური კონსტანტა - π “ მუშაობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრები 2019 წლის 15 მარტს აუდიტორიის წინაშე ,,პი“ რიცხვზე საინტერესო ფაქტებით წარსდგნენ.
„რიცხვზე, რომლის ისტორია საუკუნეებს ითვლის და დღემდე ბოლომდე არ დასრულებულა მისი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა. პროექტის მიზანი იყო ამ მაგიურ რიცხვზე ცოდნის გაფართოება, უფრო მეტის გაგება მისი წარმოშობის შესახებ, მისი გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. მოსწავლეებმა შეძლეს π რცხვის გაცნობა სხვა რაკურსით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები