ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პროექტი განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა. აგრეთვე, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობისა და პოეტური ოსტატობის შესახებ, შემდეგ კი ყვავილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა 2013 წლიდან მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან, როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე მასწავლებლები.
იხილეთ ფოტოები