მიქელეფონის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
16-04-2019

ვანის მუნიციპალიტეტის, მიქელეფონის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ნარგიზა გაბუნია ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203