ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოაწყო.
კვირეულში ჩართული იყვნენ I-VI კლასის მოსწავლეები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ქართული ენის სადიდებელი ლექსები წაიკითხეს და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„მათ კლასიკოსი მწერლების ლექსებით შეამკეს ჩვენი ენა და კიდევ ერთხელ უთხრეს ,,არა“ ბარბარიზმებს, გააცნოებიერეს, რომ ენა ,,საზოგადოებრივი საკუთრებაა და მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები