გლდანი-ნაძალადევის სკოლებში 11 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.
II ტური 17 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე გლდანის და ნაძალადევის რაიონების „ეტალონი“ მოსწავლეები გამოვლინდებიან.
Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
თბილისის N114 საჯარო სკოლის დირექტორი გიული გაბიტაშვილი:
„მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ვერთვებით ჩემპიონატში. .„2017-2018 სასწავლო წლის ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე“ სწორედ ჩვენი სკოლის წარმომადგენელი ნინო კემულარია გახდა. გამარჯვებამ მოსწავლეების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. მათ იციან, რომ „ეტალონში“ ყველას აქვს გამარჯვების შანსი. მთავარია, თამამად წარმოაჩინო საკუთარი ცოდნა, მიიღო ეფექტური გადაწყვეტილებები და გაიზიარო წარმატება. ვგულშემატკივრობ განათლებულ ახალგაზრდობას, მხარს ვუჭერ „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს საგანმანათლებლო ინოვაციებს. ჩვენ ერთობლივი მუშაობით მყარ ნიადაგს ვუმზადებთ ქვეყნის ბედნიერ მომავალს.“
თბილისის N114 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლალი ჯინჭარაძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მაღალი აქტივობითა და ინტერესით ჩაიარა. მოსწავლეებმა მშვიდ და თანაბარ გარემოში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც „ეტალონი“ ახალგაზრდებს ასწავლის სწორი თვითშეფასება და წარმატებისკენ მუდმივი სწრაფვაა. ვგულშემატკივრობთ ჩვენს ბავშვებსა და ეროვნულ ჩემპიონატს.“
თბილისის N191 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზია ფუნთუშაშვილი:
„წლებია, „ეტალონთან“ წარმატებით ვთანამშრომლობთ, შარშან „გლდანის ეტალონი მოსწავლე“ სწორედ ჩვენი ბავშვი გახდა. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი იყო აქტივობა და დაინტერესება ჩემპიონატის მიმართ. პროექტი ახალგაზრდებს ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს, თვითდაჯერებულობას მატებს და მომავალი გამარჯვებებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს. აქტიურად ვუჭერთ მხარს Izrune.ge-სა და „ეტალონის“ ინოვაციებს და წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს.“
თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან რეხვიაშვილი:
„შემეცნებითი და წამახალისებელი ჩემპიონატები ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა გამოცდილების, თვითშეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებლად. „ეტალონი“ მრავალთა შორის თავისი სტაბილურობითა და დასამახსოვრებელი ფორმატით გამოირჩევა. საკმაოდ მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა პირველ ტურში. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს ახალგაზრდებს.“
თბილისის N16 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინა მამულაშვილი:
„მოსწავლეებში ცოდნის წახალისება და შემეცნებისადმი ინტერესის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს, მათ ობიექტურ თვითშეფასებას უყალიბებს და არსებული ხარვეზების დანახვა-გაუმჯობესებაში ეხმარება, ასევე უვითარებს ბრძოლის უნარს და მეტი წინსვლის მოტივაციას უჩენს. ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოსწავლეებსა და ეროვნულ ჩემპიონატს.“
თბილისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მედეია გურგენაძე:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები დიდი მონდომებითა და აქტივობით ერთვებიან ჩემპიონატში, საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან და მრავალმხრივ უნარს ივითარებენ. აქვთ სურვილი, რომ მეტი შეიმეცნონ, მოემზადონ და წარმატებებს მიაღწიონ „ეტალონში.“
თბილისის N12 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ხარაიშვილი:
„ეტალონი“ პროგრამულ ცოდნასთან ერთად, არაფორმალური განათლების გამოვლენა-წახალისების გამორჩეული მექანიზმია. მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან პროექტში. „ეტალონში“ მონაწილეობის შემდეგ კი ობიექტური თვითშეფასებითა და მეტი მოტივაციით აგრძელებენ წინსვლას.“
თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გიორგაძე:
„მაღალია მოსწავლეთა ინტერესი „ეტალონის“ მიმართ. ახალგაზრდებს კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება ეძლევათ, თავს უყრიან მიღებულ ცოდნას, ლოგიკურ აზროვნებას ეჩვევიან და წარმატებაზე არიან კონცენტრირებულნი. მოზარდში განათლების პოპულარიზაცია არსებითად მნიშვნელოვანია. ამდენად, ვგულშემატკივრობთ საგანმანათლებლო პროექტებსა და ჩვენს მოსწავლეებს.“
თბილისის N14 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეა ნიკოლეიშვილი:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და აქტივობით ჩაიარა. ძალიან საინტერესო კითხვები შეხვდათ ბავშვებს, საკითხები სასკოლო პროგრამის გარდა, ზოგად განათლებასა და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვდა მოსწავლეებისგან. მაქსიმალურად ვემზადებოდით კარგი შედეგების მისაღწევად და ახლაც დიდი წარმატების იმედი გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.