ჭილურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ტერიტორიაზე ცაცხვის ხეები დარგეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის, ჭილურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ტერიტორიაზე ცაცხვის ხეები დარგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ხეები მონიშნეს და გადაწყვიტეს მათ მოვლაზე თავად იზრუნონ.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, გარემოსდაცვითი ღონისძიება მოსწავლეებმა 9 აპრილს განახორციელეს და 9 აპრილის ხეივანი დაარქვეს.
იხილეთ ფოტოები